ცხელი ხაზი:

EnglishGeorgian

ქალაქ ამბროლაურში მრავალფუნქციური ცენტრი შენდება

ქალაქ ამბროლაურში მრავალფუნქციური ცენტრი შენდება
მდინარე კრიხულას სანაპიროზე, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული როლის გაზრდის მიზნით, მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში ხორციელდება.
პროექტით გათვალისწინებულია ქალაქ ამბროლაურის, ურბანული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საპარკინგე ადგილების (სადაც მოეწყობა ელექტრომობილების დასამუხტი აპარატები), საგამოფენო სივრცეების და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.
პროექტი, ასევე, ითვალისწინებს გარე განათების, გამწვანების სამუშაოების განხორციელებას, ადაპტირებული გარემოს შექმნას შშმ პირებისთვის, მაღალსიჩქარიანი უფასო ინტერნეტ კავშირის ხელმისაწვდომობას, საფეხმავლო სივრცეების, სკვერის და რეკრეაციული ზონის მოწყობას.
საგამოფენო სივრცეებში მოეწყობა ადგილობრივი მსუბუქი რეწვის ნიმუშების გამოფენა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები.
შედეგად სხვადასხვა პროფესიის და გამოცდილების მქონე ადამიანებს საშუალება მიეცემათ ისარგებლონ აღნიშნული სივრცეებით, რაც უზრუნველყოფს, ამბროლაურის, როგორც რეგიონის ცენტრის ფუნქციური როლის გაზრდას.
მშენებლობის გახსნის ღონისძიებას, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან- ზვიად მხეიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად ესწრებოდა.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print

ამბროლაურის დასუფთავება

წერილი ამბროლაურის მერს

წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს

შენი იდეა ამბროლაურს

ელექტრონული პეტიცია

ტურიზმი

ფოტო/ვიდეო გალერეა

საინფორმაციო დაფა

ახალი ინიციატივები მოქალაქეებიდან

ინვესტორებისთვის

გამოკითხვა

არქივი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტი

იანვარი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
Skip to content