ცხელი ხაზი:

EnglishGeorgian

ქალაქ ამბროლაურის მოსახლეობას დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება

პირველად, ქალაქ ამბროლაურში, 26 იანვრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება.
ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, აშენდა და ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის დაწესებულებები. შესაბამისად, გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობაც. ამ ყველაფრის და მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რომ 26 იანვრიდან ქალაქის ტერიტორიაზე ავტობუსმა სატესტო რეჟიმში იმოძრაოს.
სატესტო რეჟიმი გულისხმობს, მოსახლეობასთან შეთანხმებით და მათი აზრის გათვალისწინებით, ავტობუსის გადაადგილების საბოლოო მარშრუტის და გაჩერებების დადგენას, ასევე შესაძლებელია მოძრაობის დროების და გრაფიკის ცვლილება. სატესტო რეჟიმის განმავლობაში (26 იანვრიდან 1 თებერვლამდე), ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.
1 თებერვლის შემდეგ , მგზავრებს საშუალება ექნებთ , მინიმალურ ფასად – 50 თეთრად, კომფორტულად გადაადგილდნენ ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით (შეღავათით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი პირები, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და სკოლის მოსწავლეები).
ავტობუსი იმოძრავებს დილით (საორიენტაციოდ) 08:30-დან 09:10-მდე და საღამოს 18:10 დან 18:50 მდე.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი ავტობუსი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტს გადმოეცა, რომელიც 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print

ამბროლაურის დასუფთავება

წერილი ამბროლაურის მერს

წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს

შენი იდეა ამბროლაურს

ელექტრონული პეტიცია

ტურიზმი

ფოტო/ვიდეო გალერეა

საინფორმაციო დაფა

ახალი ინიციატივები მოქალაქეებიდან

ინვესტორებისთვის

გამოკითხვა

არქივი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტი

იანვარი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
Skip to content