ცხელი ხაზი:

EnglishGeorgian

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა, როგორც გზებზე გადაადგილების ისე ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა, როგორც გზებზე გადაადგილების ისე ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ.
მობილიზებულია ტექნიკა და შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფენ თოვლწმენდით სამუშაოებს.
ამ ეტაპზე შესაბამისი ტექნიკით იწმინდება ქალაქის ცენტრალური და სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზები. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს: კრიხის,სხვავის,ნიკორწმინდის,ჭელიაღელის,ბუგეულის და ზნაკვის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-მოწამეთა-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილი.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე რაჭა- ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან დავით გოგლიძესთან ერთად გაეცნო.
ელექტოენერგიის მიმართულებით მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები,ამ დროისთვის მიეწოდება ქ.ამბროლაურს და სოფლების გარკვეულ ნაწილს.
სამუშაოები როგორც გზების წმენდის მიმართულებით ისე ელ.ენერგიის აღდგენის კუთხით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print

ამბროლაურის დასუფთავება

წერილი ამბროლაურის მერს

წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს

შენი იდეა ამბროლაურს

ელექტრონული პეტიცია

ტურიზმი

ფოტო/ვიდეო გალერეა

საინფორმაციო დაფა

ახალი ინიციატივები მოქალაქეებიდან

ინვესტორებისთვის

გამოკითხვა

არქივი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტი

თებერვალი 2024
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
26272829  
Skip to content