ცხელი ხაზი:

EnglishGeorgian

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.
ამ დროისთვის გაიწმინდა შემდეგი სოფლები:კრიხი, ჭელიაღელე,წესი,აბარი, ლიხეთი,თლუღი,ტბეთი,პატარა ონი, ბარეული,გორისუბანი,ჯვარისა, ქედისუბანი,სხვავა,ჟოშხა,გენდუში. თოვლწმენდის სამუშაოები ასევე მიმდინარეობს: ურავში, ჭყვიშში ,კაჩაეთში,ცახში,ხოტევში,სხარტალში,ველევსა და ნიკორწმინდაში.
ასევე ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-მოწამეთა-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილი.
სოფლებში არსებულ სიტუაციას და მოსახლეობის საჭიროებებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან,მერის პირველ მოადგილესთან დავით გოგლიძესთან,საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პირადად ეცნობა.
თოვლწმენდასთან ერთად, პარალელურად მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები. ამ დროის მონაცემებით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია მუნიციპალიტეტის 49 სოფელში და კვლავ ინტენსიურად გრძელდება აღდგენითი სამუშაოები.
სამუშაოები როგორც გზების წმენდის მიმართულებით ისე ელ.ენერგიის აღდგენის კუთხით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print

ამბროლაურის დასუფთავება

წერილი ამბროლაურის მერს

წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს

შენი იდეა ამბროლაურს

ელექტრონული პეტიცია

ტურიზმი

ფოტო/ვიდეო გალერეა

საინფორმაციო დაფა

ახალი ინიციატივები მოქალაქეებიდან

ინვესტორებისთვის

გამოკითხვა

არქივი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტი

თებერვალი 2024
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
26272829  
Skip to content