ცხელი ხაზი:

EnglishGeorgian

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გეგმაზე მუშაობის ფარგლებში, შშმ პირთა საჭიროებების კვლევა მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გეგმაზე მუშაობის ფარგლებში, შშმ პირთა საჭიროებების კვლევა მიმდინარეობს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილი და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მარიკა დვალი სადმელის მრავალფუნქციურ ცენტრსა და ქ. ამბროლაურში მდებარე ბავშვთა დღის ცენტრ ,,ბაოში“ იმყოფებოდნენ. სამუშაო შეხვედრას აღნიშნული ცენტრების თანამშრომლები, ბენეფიციარები, შშმ და სსსმ პირთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
მერიის წარმომადგენლებმა, შეხვედრაზე დამსწრე პირებს, დეტალური ინფორმაციები გააცნეს მუნიციპალიტეტში შშმ პირთა უფლებების დაცვის, მხარდაჭერისა და ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე ღონისძიებებზე და პირადად მოისმინეს მათი საჭიროებები.
მნიშვნელოვანია, რომ 2025 წლიდან მუნიციპალიტეტი პროფესიული ასისტენტის მომსახურების პროგრამას განახორციელებს. წინასწარი მოკვლევა განსაზღვრავს რამდენ შშმ პირთან გამოიკვეთება პერსონალური ასისტენსის საჭიროება და ამის შემდეგ განხორციელდება კონკრეტული ღონისძიებები.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სისტემური გარანტიების გაძლიერება და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მათი მონაწილეობის გაზრდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
სამუშაო შეხვედრები ინტენსიურად გაგრძელდება და არსებული პროგრამებისა და ღონისძიებების გარდა, დაიგეგმება კიდევ არა ერთი საინტერესო აქტივობა, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული შშმ პირთა ინტერესებსა და მათ საჭიროებებზე.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print

ამბროლაურის დასუფთავება

წერილი ამბროლაურის მერს

წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს

შენი იდეა ამბროლაურს

ელექტრონული პეტიცია

ტურიზმი

ფოტო/ვიდეო გალერეა

საინფორმაციო დაფა

ახალი ინიციატივები მოქალაქეებიდან

ინვესტორებისთვის

გამოკითხვა

არქივი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტი

თებერვალი 2024
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
26272829  
Skip to content