28 თებერვალს , ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ 2023 წელს გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარმოადგინა.
მერმა, სტრუქტურული ერთეულების მიხედვით, დეტალურად მიმოიხილა გასულ წელს განხორციელებული სამუშაოები, რომლებიც უკავშირდებოდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ეკონომიკური განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას, მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროების განვითარებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
„ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას ვცდილობთ გავითვალისწინოთ საზოგადოების აზრი და მათთან შეხვედრების დროს გამოკვეთილი პრიორიტეტების მიხედვით ვიხელმძღვანელოთ. ყველა პრობლემის ერთად მოგვარება ძალიან რთულია, თუმცა ეტაპობრივად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
დარწმუნებული ვარ, 2024 წელი გაცილებით უფრო წარმატებული იქნება და ყველა ის ხარვეზი აღმოიფხვრება, რაც მიმდინარე წელს დაფიქსირდა.
დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის. მონდომებით და მუხლჩაუხრელი შრომით კიდევ ბევრი პროექტი თუ პროგრამა განხორციელდება, რომლებიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას”. – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ