ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ანსამბლ ,,საგალობლის” სოლო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე -ქრისტინა კობახიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი -ზვიად მხეიძე,მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე -ასლან საგანელიძე მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
ანსამბლი ,,საგალობელი“ 1973 წელს ლოტბარის როსტომ გოგოლაძის თაოსნობითა და ხელმძღვანელობით შეიქმნა.
ანსამბლმა „საგალობელი“ იმთავითვე მიზნად დაისახა ტრადიციული რაჭული ნიმუშების აღდგენა პოპულარიზაცია, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ახორციელებდა;
45 წლის მანძილზე ბატონი როსტომ გოგოლაძის ხელმძღვანელობით რაჭული და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული მრავალი ნიმუში აღადგინეს. ანსამბლს მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, სიგელი და სახალხო ანსამბლის სტატუსი.
ბატონი როსტომ გოგოლაძის შემდეგ ანსამბლის ხელმძღვანელად დაინიშნა ლოტბარი თორნიკე სხიერელი; მისი ხელმძღვანელობით მოხდა რეპერტუარის განახლება, ახალი ნიმუშების აღდგენა.
საღამოს დასასრულს ანსამბლ საგალობლის მხატვრულ ხელმძღვანელს თორნიკე სხიერელს სამხარეო ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით ქართულ ფოლკლორში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.