ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ტოლასა და სოფელ ბოსტანაში ბეტონის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, პირველ მოადგილესთან დავით გოგლიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
მეორე ტოლის სკოლის უბნის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება და მისი სრული ღირებულება 234 000 ლარს შეადგენს.
სოფელ ბოსტანაში მიმდინარე სამუშაოები გარდამავალია. პროექტის სრული ღირებულება 353 678 ლარს შეადგენს, მიმდინარე წელს განსაზღვრულია 200 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება, ხოლო დანარჩენი სამუშაოები განხორციელდება 2025 წელში.
აღნიშნული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.