ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებენ.
შეხვედრას ასევე მერის პირველი მოადგილე დავით გოგლიძე, მერიის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურული ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომლები და საზედამხედველო კომპანია შპს ,,ჯეო-ექსპერტის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა, კომპანიების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაციები მოისმინა თითოეულ ობიექტზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებისას ყურადღება გამახვილდება საქმისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე და სამუშაოების შესრულების ხარისხზე. შეფასების მიზნით სისტემატურად განხორციელდება მონიტორინგი. მოუწოდეს მეწარმეებს, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩენილი ხარვეზები დააფიქსირონ დაუყონებლივ, რათა მყისიერად მოხდეს პრობლემის გამოსწორება.