ცხელი ხაზი:

EnglishGeorgian

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მერიის სოციალური პროგრამებისა და სოციალური საკითხების შემსწავლელი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა სოციალური დახმარების თაობაზე შემოსული განცხადებების საფუძველზე, მერიის სოციალური პროგრამებისა და სოციალური საკითხების შემსწავლელი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა.
 მ/წელს სამუშაო ჯგუფმა 60-ზე მეტი მოქალაქის განცხადება დააკმაყოფილა, რომლებიც შეეხებოდა ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფას, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების პროგრამით სარგებლობას, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამაში ჩართვას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
 2024 წელს სოციალური მიმართულებით მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი სიახლეები ხორციელდება. გაიზარდა ბინის ქირით უზრუნველყოფის თანხა და 400 ლარი გახდა, ასევე მოიმატა ხანძრით დაზარალებული ოჯახების დახმარებამ და 10 000-ის ნაცვლად 15 000 ლარს შეადგენს, სიახლეა შშმ ბავშვთა ფინანსური დახმარების მიმართულებით და ერჯერადი ფულადი დახმარების ნაცვლად ყოველთვიურ დახმარებას იღებენ, ასევე მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება ბავშვთა უფლებების დაცვის, ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის, ფიზიკური თუ სოციალური გაძლიერებისთვის. პროგრამის შესაბამისად გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომელიც ითვალისწინებს ბავშვისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას.
 გარდა ამისა მუნიციპალიტეტი უსახლკარო ოჯახებისთვის იწყებს საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, რისთვისაც პირველ ეტაპზე 100 000 ლარია გამოყოფილი.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print

ამბროლაურის დასუფთავება

წერილი ამბროლაურის მერს

წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს

შენი იდეა ამბროლაურს

ელექტრონული პეტიცია

ტურიზმი

ფოტო/ვიდეო გალერეა

საინფორმაციო დაფა

ახალი ინიციატივები მოქალაქეებიდან

ინვესტორებისთვის

გამოკითხვა

არქივი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტი

მარტი 2024
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Skip to content