ვგულშემატკივრობთ რაჭველ სპორტსმენებს!
7 აპრილს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება , 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის შესარჩევი ევროპის სალიცენზიო, საკვალიფიკაციო ეტაპი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ და ამბროლაურის სახელით გამარჯვებისთვის იბრძოლებენ- ავთანდილ კენჭაძე და ვლადიმერ გამყრელიძე.
ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე, ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება და პარიზის საგზურებს ფინალისტები მიიღებენ!
ავთანდილ კენჭაძე- 74 კგ
ვლადიმერ გამყრელიძე – 86 კგ.
წარმატებებს ვუსურვებთ ახალგაზრდა სპორტსმენებს ამ მნიშვნელოვან შეჯიბრებაში, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!