ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით გოგლიძე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ კვაცხუთში და სოფელ ხიმშში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
სოფელ ხიმშის საუბნო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება და მისი სრული ღირებულება 575 000 ლარს შეადგენს.
სოფელ კვაცხუთში მიმდინარე სამუშაოები გარდამავალია. პროექტის სრული ღირებულება 838 900 ლარს შეადგენს, მიმდინარე წელს განსაზღვრულია 325 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება, ხოლო დანარჩენი სამუშაოები განხორციელდება 2025 წელში.
პროექტები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, სამუშაოებს კი შპს „ჯეო როუდ ინვესტი“” ასრულებს.