ამბროლაურის გურამ ფანჯიკიძის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკას, პროექტ ,,მწიგნობარი 2024’’-სთვის საჭირო ლიტერატურა საჩუქრად გადაეცა.
მსგავსი სახის აქტივობები მუნიციპალიტეტში პერიოდულად ხორციელდება და ბიბლიოთეკების წიგნების ფონდის შევსებასა და გამრავალფეროვნებას ისახავს მიზნად.
ბიბლიოთეკას ასევე საჩუქრად გადაეცა პოეტ ზურაბ ჯაფარიძის ლექსების კრებული-,,ჩუქურთმაშემოსილი”, რომელიც ამბროლაურის საბავშვო და სოფლის ბიბლიოთეკებში განაწილდება.
წიგნები, ბიბლიოთეკის თანამშრომლებს, მერის მოადგილემ – თამარ ქევანაშვილმა, მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელთან მიხეილ დალაქიშვილთან ერთად გადასცა .
ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრისა და მთავარი ბიბლიოთეკის ერთობლივი თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მკითხველებისთვის ყოველწლიურად არა ერთი საინტერესო ღონისძიება იმართება.