საინფორმაციო შეხვედრები ამბროლაურში
მიმდინარე წლის 17 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭის დაცული ტერიტორიების განვითარებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით გაიმართება.
ჩართული მხარეების მონაწილეობით დეტალურად იქნება განხილული რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების განვითარების მნიშვნელობის საკითხი.
საინფორმაციო შეხვედრები დაგეგმილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით.
შეხვედრებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.
17 აპრილი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია – 12:00 სთ;
სოფელი ჭრებალო – 15:00 სთ
18 აპრილი
სოფელი ხვანჭკარა – 11:00 სთ; სოფელი სადმელი – 13:00 სთ; სოფელი ბუგეული – 15:00 სთ
19 აპრილი
სოფელი ლიხეთი – 11:00 სთ; სოფელი წესი – 14:00 სთ
20 აპრილი
სოფელი სხვავა – 11:00 სთ; სოფელი ზნაკვა – 14:00 სთ
21 აპრილი
სოფელი იწა – 11:00 სთ; სოფელი ხადიკარი – 13:00 სთ