13 მაისს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე დავით გოგლიძე, მოადგილე თამარ ქევანაშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თათბირზე დეტალურად მოისმინეს ინფორმაციები მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, განიხილეს სხვადასხვა სფეროში არსებული ვითარება.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წელს განსახორციელებელი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, ასევე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ – ეკონომიკურ მდგომარეობას, ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილი კულტურული და სპორტული პროექტების და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.
სამუშაო შეხვედრაზე სამსახურების უფროსებმა განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრეს და საკურატორო სფეროების მიხედვით კონკრეტული დავალებები მიიღეს.