საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ამბროლაურში, დათუნიკა სხირტლაძის სახელობის სკვერში, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.
ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
14:00-18:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
14:00-18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
14:00-18:00 საბავშვო აქტივობები: გააფერადე კავკასიური სოჭი, ღვინის ეტიკეტის შექმნა, პატარა მებაღეები, ლობიანის საჭრელებლის გამოთლა, თექისა და ფარდაგების დამზადება, ილუზიონისტის შოუ, დრამერების და ოჩოების შოუ, სახის მოხატვა და ყვავილების გვრიგვინების დამზადება;
15:00-16:40 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი: ამბროლაურის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „იავნანა“, ამბროლაურის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ჯგუფი,ფოლკლორული ჯგუფი „სატრფიალო“, ანსამბლი „თამარისი“,ანსამბლი „თამარიძის პატარები“, დავით თორაძის სახელობის სკოლა, საგუნდო კლასი გოგონათა და ბიჭუნათა, ქორეოგრაფიული ანსამბლი „რაშოვდა“, ხალხულ საკრავთა ორკესტრი „ საპოვნელა“, ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრთან არსებული ჯოკია და გელა გუგავების სახელობის ფოლკლორული ანსამბლი „ ლაგუშედა“, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკონცერტო პროგრამა, ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლი;
16:40-17:00 კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა;
17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!
ანსამბლი „რაჭა“
17:15-17:20 რაჭული ცეკვა „ფერხული“
17:20-19:00 ღამის შოუს ბენდი