თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯი”, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, გთავაზობთ ექიმი ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაციას ამბროლაურში.
აქციის ფარგლებში ექიმის კონსულტაციას მიიღებს ყველა პაციენტი, რომელსაც აქვს რაიმე სახის პრობლემა თვალთან დაკავშირებით (სათვალის შერჩევის გარდა).
მსურველებს შეუძლიათ მობრძანდნენ:
დღეს, 28 მაისს ჭრებალოს ადმინისტრაციულ შენობაში 13:00 -15:00 სთ-მდე.
29 მაისს მერიის ადმინისტრაციულ შენობაში 12:00-14:00 სთ-მდე.
თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!