ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ფესტივალი „სახიობა რაჭაში 2024“ გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ ფოლკლორული, საესტრადო, ქორეოგრაფიული და საგუნდო ანსამბლები საქართველოს 18 მუნიციპალიტეტიდან.
ღონისძიებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილთან ერთად ესწრებოდა.
„სახიობა რაჭაში 2024“ დავით თორაძის სახელობის ხელოვნების სკოლის ორგანიზებით და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.