ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია, 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით, მოქალაქეთა წინადადებების მიღებას იწყებს.
პრიორიტეტის დოკუმენტი ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ და მუნიციპალიტეტის განვითარების ერთ-ერთ ძირითად დოკუმენტად ითვლება.
პრიორიტეტების განსაზღვრა ხდება მოსახლეობის უშუალო ჩართულობით და გულისხმობს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის, კულტურისა და სპორტის სფეროების განვითარებას, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის საჭირო სხვა მნიშვნელოვანი პროგრამების ხელშეწყობას.
დოკუმენტის მომზადების პროცესში ძირითად მიზანს საზოგადოების აქტიური მონაწილეობა და პრიორიტეტების განსაზღვრაში მათი უშუალო ჩართულობა წარმოადგენს.
თუ გაქვს ინიციატივა/იდეა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი ღონისძიებების შესახებ – შეავსე აპლიკაცია! (ლინკი: https://ambrolauri.gov.ge/new-initiatives-from-citizens/ )
წინადადებების მიღება გაგრძელდება მიმდინარე წლის 24 ივნისამდე.