ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს- რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონიდან
18-22-26 ივნისი
,,დათუნიკა სხირტლაძის’’ სახელობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდება ეკრანი, სადაც ეროვნული ნაკრების თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება.
აღნიშნული ჩვენების დაწყებამდე შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ასევე ახალგაზრდები შეასრულებენ ნომერს ,,ზღაპრის ბოლო კეთილია’’-ს სიმღერის ფონზე. დამსწრე საზოგადოებისთვის დარიგდება საქართველოსა და ეროვნული ნაკრების დროშები.
სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება ჯიხურები, სადაც კერძო მეწარმეები გაყიდიან თავიანთ პროდუქციას.