ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, პირველ მოადგილესთან დავით გოგლიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ღვიარაში და ზნაკვაში მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
სასოფლო გზების რეაბილიტაციის პირველი რიგის სამუშაოები ხორციელდება სოფელ ღვიარაში, სადაც ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტის სრული ღირებულება 744 744 ლარს შეადგენს. მიმდინარე წელს განსაზღვრულია 330 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება, ხოლო დანარჩენი სამუშაოები გაგრძელდება 2025 წელს.
სასოფლო გზების რეაბილიტაციის პირველი რიგის სამუშაოები დასრულდა სოფელ ზნაკვაში, სადაც 1.3 კმ-მდე ბეტონის საფარი დაიგო. პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულებამ 424 000 ლარი შეადგენა.
აღნიშნული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.