ამბროლაურის მუნიციპალიტეტში „მოყვარულთა ლიგა“ გაიმართება, რომელიც დიდ ფეხბურთში ოფიციალურ სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატს წარმოადგენს.
ჩემპიონატის მიზანია:
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პროპაგანდა;
ფეხბურთის პოპულარიზაციის და მასობრიობის ხელშეწყობა;
სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენა;
ახალგაზრდა და ვეტერანი ფეხბურთელების მოტივირება.
გუნდების რეგისტრაცია 20 – 25 ივლისს, ხოლო მუნიციპალური ეტაპის მატჩები 25 ივლისიდან, ამბროლაურის აგრანო ვაჩაძის სახელობის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე გაიმართება. რეგისტრაციის მსურველებმა გთხოვთ დარეკოთ ნომერზე 592 61 19 91
თითოეული მუნიციპალური თამაშების გამარჯვებული გუნდი რეგიონულ ლიგაში ითამაშებს.