ცხელი ხაზი:

EnglishGeorgian

გოგონათა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,რაშოვდა” სტამბოლში გამართული კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულია

გოგონათა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,რაშოვდა” სტამბოლში გამართული კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულია.
16-22 ივლისს, ამბროლაურის დავით თორაძის სახელობის ხელოვნების სკოლასთან არსებული ანსამბლი „რაშოვდა“ მიწვეული იყო თურქეთის კონკურს-ფესტივალზე სტამბოლში, სადაც ანსამბლმა დაიკავა პირველი ადგილი და დაჯილდოვდა ნომინაციაში „საუკეთესო არტისტიზმი“, ხოლო ხელმძღვანელს, ქალბატონ მარინა ციცქიშვილს მიენიჭა „საუკეთესო ქორეოგრაფის“ ტიტული.
დღეს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილი ხელოვნების სკოლაში იმყოფებოდა, სადაც გამარჯვება პირადად მიულოცა სკოლას, ანსამბლის წევრებს , მათ ხელმძღვანელს და წარმატებები უსურვა შემოქმედებით გზაზე.
აღსანიშნავია, რომ ანსამბლმა წარმატება მოიპოვა ბათუმში გამართულ 10 დღიან კონკურს-ფესტივალში „ოქროს ზაფხული“, სადაც დააჯილდოვდნენ უმაღლესი შეფასებით „გრანპრი“.
„რაშოვდა“ 10 წლამდე შემოქმედებით ისტორიას ითვლის, ხელოვნების სკოლაში 5 წელია წარმატებული და დაუღალავი შრომით, საუკეთესო შედეგებს მიაღწია, არის რამდენიმე გრანპრისა და პირველი ადგილის მფლობელი ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურს-ფესტივალებში.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print

ამბროლაურის დასუფთავება

წერილი ამბროლაურის მერს

წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს

შენი იდეა ამბროლაურს

ელექტრონული პეტიცია

ტურიზმი

ფოტო/ვიდეო გალერეა

საინფორმაციო დაფა

ახალი ინიციატივები მოქალაქეებიდან

ინვესტორებისთვის

გამოკითხვა

არქივი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტი

აგვისტო 2024
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
Skip to content