ამბროლაურის მუნიპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული 12 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირი საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში ჩაერთო.
ამდრომდე საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემა მხოლოდ ა(ა)იპ ამბროლაურის მუნიციპალური დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურსა და ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებაში ფუნქციონირებდა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლიდან ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ჩართული იყო პროექტში – „საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნას ითვალისწინებდა.
პროექტი მიზნად ისახავს ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნის გზით, ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობისა და გამჭირვალობის გაზრდას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს თვითმმართველობების გაძლიერებას, საქმის წარმოების გამჭვირვალე პროცესებს და ელექტრონულ სერვისებზე ონლაინ წვდომის შესაძლებლობას.