ცხელი ხაზი:

EnglishGeorgian

20 სექტემბერს 19:00 სთ-ზე ამბროლაური ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

20 სექტემბერს 19:00 სთ-ზე ამბროლაური ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველო 19-23 სექტემბერს რაჭა-ლეჩხუმსა და თბილისში გაიმართება.
ამბროლაური 20 სექტემბერი 19:00 სთ;
ცაგერი 21 სექტემბერი 17:30 სთ;
ქართველ შემსრულებლებლებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობენ აშშ-ს , კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და ლატვიის ანსამბლები, რომლებიც ასრულებენ ქართულ ტრადიციულ ფოლკლორულ სიმღერებსა და ცეკვებს.
20 სექტემბერს დაგეგმილია კონცერტი ამბროლაურში ღია ცის ქვეშ, სადაც სტუმრებთან ერთად ადგილობრივი ანსამბლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
საერთაშორისო ფესტივალი – საქართველო“ დასკვნითი კონცერტი
ჩატარდება 23 სექტემბერს თბილისში, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე
დარბაზში. მონაწილეობენ: 9 ქვეყნის (საქართველო, აშშ, კანადა, გერმანია,
საფრანგეთი, უელსი, ლატვია, შოტლანდია, საფრანგეთი) 5 ქართული და 8
უცხოური ფოლკლორული ჯგუფი, 74 ქართველი და 63 უცხოელი მონაწილე.
ფესტივალში მონაწილე ქართული ანსამბლები (ძირიანი, ლალხორ, მთიები,
სათანაო, ნანინა) გამოირჩევიან მუსიკალური მონაცემებით, რეპერტუარის
მრავალფეროვნებითა და სირთულით.
ტრადიციული მუსიკის უცხოელი შემსრულებლები წარმოადგენენ იმ ქვეყნებს,
რომლებიც გამოირჩევიან მდიდარი ხალხური ტრადიციებითა და კულტურით;
ფესტივალზე სტუმრები შეასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებსა და
თავიანთი ტრადიციული მუსიკის ნიმუშებს. ქართული პოლიფონიის ნიმუშებს
მასპინძლები და სტუმრები ერთობლივადაც შეასრულებენ.
უცხოელი შესრულებლები:
კიტკა (აშშ)
ორი შალვა (კანადა-საქართველო)
მრავალო (გერმანია)
ალილო (საფრანგეთი)
სამაია (უელსი)
საუსეიას (ლატვია)
მარჯერი ბრეი (შოტლანდია)
ფრანსუაზ დემირი (საფრანგეთი)
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print

ამბროლაურის დასუფთავება

წერილი ამბროლაურის მერს

წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს

შენი იდეა ამბროლაურს

ელექტრონული პეტიცია

ტურიზმი

ფოტო/ვიდეო გალერეა

საინფორმაციო დაფა

ახალი ინიციატივები მოქალაქეებიდან

ინვესტორებისთვის

გამოკითხვა

არქივი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტი

სექტემბერი 2024
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
Skip to content