ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოები სახლმწიფო რწმუნებულმა-პაპუნა მარგველიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან-ზვიად მხეიძესთან და მერის პირველ მოადგილესთან- დავით გოგლიძესთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის განხორციელება 2022 წელს დაიწყო რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით და მისი სრული ღირებულება 3 264 000 ლარს შეადგენს. მიმდინარე წელს, ამავე პროეტის ფარგლებში განხორციელდა ბეტონის საყრდენი კედელის მოწყობაც.
სამუშაოები სრულად მიმდინარე წელს დასრულდება და მასზე 800 000 ლარი დაიხარჯება.