ამბროლაურელი ფალავნების მნიშვნელოვანი წარმატება საქართველოს ჩემპიონატზე!
8-14 იანვარს, ბათუმის სპორტის სასახლეში გამართულ მნიშვნელოვან ტურნირში ამბროლაურელმა სპორტსმენებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს და 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
საქართველოს ჩემპიონები:
ავთანდილ კენჭაძე
გიორგი ელბაქიძე
ვლადიმერ გამყრელიძე
მესამე ადგილის მფლობელები:
საბა კობახიძე
ნიკოლოზ ბეშიძე
ამაყები ვართ, რომ ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტიდან შეჯიბრში მონაწილე 20-მა ფალავანმა უმაღლესი სპორტული ოსტატობა გამოავლინა და ჩვენი რეგიონის სახელი საქართველოს სპორტულ სამყაროში ღირსეულად წარმოაჩინა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია გულითადად ულოცავს ჩვენს სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატში მიღწეულ გამარჯვებებს და ვუსურვებთ მათ კიდევ ბევრ წარმატებებს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.