,,ჰელფინგ ჰენდი” სსიპ “ახალგაზრდობის სააგენტოსთან” თანამშრომლობით იწყებს პროექტს: “ახალგაზრდული მოხალისეობა დადებითი ცვლილებებისათვის”, რომლის მიზანი საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდების გაძლიერება, მათი ინიციატივების მხარდაჭერა და მოხალისეობის პოპულარიზაციაა.
პროექტის განხორციელების თარიღი:
31 იანვარი – 31 მარტი, , 2025 წელი
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
საქართველოში მცხოვრებ, 16-29 წლის ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ მიიღონ ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდული მოხალისეობის საკითხებზე, ასევე თავად დაგეგმონ და განახორციელონ ეფექტიანად მოხალისეობრივი საქმიანობა თავიანთ მუნიციპალიტეტებში.
რას მოიცავს პროექტში მონაწილეობა?
კონკურსის გზით შერჩეული მოხალისეები საგანმანათლებლო სესიების გავლის შემდეგ, მოამზადებენ სამოქმედო გეგმას, ჩამოაყალიბებენ მოხალისეთა საინიციატივო ჯგუფებს, ხოლო სპეციალისტების მხარდაჭერითა და მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებების გათვალისწინებით მოხალისეობრივ პროექტებს ახალგაზრდებთან ერთად განახორციელებენ.
სად ჩატარდება საგანმანათლებლო შეხვედრები?
საგანმანათლებლო სესიები რეგიონების მიხედვით თვითმმართველ ქალაქებში გაიმართება, ხოლო სამუშაო შეხვედრები “ჰელფინგ ჰენდის” სპეციალისტების ჩართულობით ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება.
აპლიკაციების მიღება:
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, განაცხადის ფორმა უნდა შეავსონ ამა წლის 25 იანვრის ჩათვლით, ხოლო შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება თებერვლის პირველ კვირაში.