ცხელი ხაზი:

EnglishGeorgian

ამბროლაურში მხატვრული ტანვარჯიშის წრე გაიხსნა

ამბროლაურში მხატვრული ტანვარჯიშის წრე გაიხსნა
სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ფარგლებში, ამბროლაურში მხატვრული ტანვარჯიშის წრე ამოქმედდა.
ვარჯიშები ამბროლაურის სასპორტო სკოლაში ჩატარდება, წრეს ხელმძღვანელობენ პროფესიონალი მწვრთნელები – ასმათი ჯაფარიძე და სალომე ბურდილაძე.
გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილი, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი მიხეილ დალაქიშვილი და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი მარიკა დვალი. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს და მუნიციპალიტეტში სპორტული საქმიანობის განვითარებაზე ისაუბრეს.
“მხატვრული ტანვარჯიში არა მხოლოდ ფიზიკური განვითარების, არამედ დისციპლინის, შრომისმოყვარეობისა და ესთეტიკის შესანიშნავი კომბინაციაა. სასიამოვნოა, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის მცხოვრებ პატარა გოგონებს უკვე აქვთ საშუალება ჩაერთონ ამ ულამაზეს სპორტში”- აღნიშნა ზვიად მხეიძემ.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდობის სპორტით დაინტერესებისა და შესაბამისი შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობას.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print

ამბროლაურის დასუფთავება

წერილი ამბროლაურის მერს

წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს

შენი იდეა ამბროლაურს

ელექტრონული პეტიცია

ტურიზმი

ფოტო/ვიდეო გალერეა

საინფორმაციო დაფა

ახალი ინიციატივები მოქალაქეებიდან

ინვესტორებისთვის

გამოკითხვა

არქივი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტი

აპრილი 2025
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
Skip to content