ქალაქ ამბროლაურში, აგრანო ვაჩაძის სახელობის მოედანზე „დინამო თბილისის“ აკადემიის ორგანიზებით და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ამბროლაურის , ონის, ტყიბულის და თერჯოლის
საფეხბურთო სკოლის გუნდებმა.
ფესტივალს „დინამო თბილისის“ აკადემიის ორგანიზებით 200 -ზე მეტი ბავშვი ესწრებოდა.
სპორტული ღონისძიება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიასა და „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.
პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ „დინამოს“ აკადემიის რეგიონული პროექტების მენეჯერი გია ისიანი და კოორდინატორი პაატა გოცირიძე.
„დინამო თბილისმა“ რეგიონებში საფეხბურთო სკოლების ქსელი ნიჭიერი მოთამაშეების აღმოჩენის მიზნით ჩამოაყალიბა. პროექტში ჩართულია 28 მუნიციპალიტეტის გუნდი.
ფესტივალი ქართული ონლაინ მაღაზიის “isurve.ge”-ის ( https://isurve.ge/ ) მხარდაჭერით ჩატარდა