ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები, ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები და ამ მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე დავით გოგლიძე, მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.