ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა ქევანიშვილი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის XVI ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო, სადაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტი წლის საუკეთესო ბიუჯეტის ტიტულით დაჯილდოვდა.
კონფერენციაზე განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების საკითხები და სხვა ქვეყნების გამოცდილება. ჩატარდა პრეზენტაციები პროგრამული ბიუჯეტირების, ბუღალტერიის, დასუფთავების მოსაკრებლის ელექტრონული პროგრამის, აქტივების მართვის, იჯარით გაცემის, ელექტრონული ინვენტარიზაციისა და ქონების მართვის საკითხებთან დაკავშირებით.
კონფერენციას, რომელიც კაჭრეთში გაიმართა, მერის მოადგილე თამარ ქევანიშვილი, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, ასევე ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.