ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა ქევანიშვილის ხელმძღვანელობით, მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობასა და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ და ეფექტიან გამოყენებას, ასევე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა საბჭოს წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. განიხილეს მოქალაქეთა საჭიროებები, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და სამომავლოდ დაგეგმილი პრიორიტეტული მიმართულებები.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მერის სათათბირო ორგანოა, რომლის მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მერისთვის წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა.
სხდომას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ირმა ფრუიძე, საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი ბეჟან კობახიძე და კეთილმოწყობის განყოფილების ხელმძღვანელი ეკატერინე ლაშხი.