2026 წლის 11-14 აგვისტოს, ორგანიზაცია Mayhew Georgia სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან (NFA) თანამშრომლობით, ამბროლაურში უფასოდ განახორციელებს პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციას, ჩიპირებასა და ერთიან ბაზაში რეგისტრაციას.
პროგრამა მიზნად ისახავს პასუხისმგებლიანი შინაური ცხოველების მეპატრონეების მხარდაჭერას. ყველა ქირურგიული პროცედურა ჩატარდება გამოცდილი ვეტერინარების მიერ საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.
უფასოდ განხორციელდება:
ძუ ძაღლების სტერილიზაცია;
ჩიპირება;
ერთიან ბაზაში რეგისტრაცია.
მისამართი: ამბროლაური, რაჭის ინკლუზიური ცენტრი, სოფელი სადმელი.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ
სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/…/1FAIpQLSeXYhpm1du2FS…/viewform
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით Mayhew Georgia-ს:
Facebook – Mayhew Georgia;
ელექტრონული ფოსტა – info.georgia@themayhew.org;
ტელეფონი: 577 511 599.