23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ამბროლაურის მთავარ ბიბლიოთეკაში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის, ამბროლაურის რესურსცენტრისა და ამბროლაურის კულტურის ცენტრის მთავარი და საბავშვო ბიბლიოთეკების ორგანიზებით, ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი „მწიგნობარი 2026“ გაიმართება.
კონკურსი სამ დღეს გაგრძელდება და სხვადასხვა ლიტერატურულ მიმართულებას მოიცავს.
23 ოქტომბერი:
თავისუფალი თემა, ისტორიული რომანი, ლიტერატურული შედევრები, XIX–XX საუკუნეების მწერლობა.
24 ოქტომბერი:
ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანები, პუბლიცისტიკა და ესე, თანამედროვე მწერლობა, პოეზია.
25 ოქტომბერი:
დრამატურგია, „ვეფხისტყაოსანი“, საბავშვო მწერლობა.
ასევე, 23 ოქტომბერს, 18:00 საათზე, „მწიგნობარის“ ფარგლებში, ამბროლაურის კულტურის ცენტრში მარნეულის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი ჯგუფის სპექტაკლი გაიმართება.
აზერბაიჯანული წარმოშობის მოსწავლეები ქართულ ენაზე წარმოადგენენ სპექტაკლს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
დასწრება თავისუფალია.