რაჭაში ნიკორწმინდის ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია განხორციელდა.
სამუშაოები ითვალისწინებდა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადების მოწესრიგებას და ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას, ასევე სკვერის მოწყობასა და სუვენირების მაღაზიის მშენებლობას.
პროექტი სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის” დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება – 2 004 780 ლარს შეადგენს.
პროექტის მიზანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.