![✅](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t33/1/16/2705.png)
2022 წლის 20 მაისს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე სიმონ ჭელიძე უძღვებოდა.
![🔹](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tf3/1/16/1f539.png)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა – ერეკლე დოხნაძემ, კომისიას გააცნო ინფორმაცია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
![🔹](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tf3/1/16/1f539.png)
დეპუტატებმა იმსჯელეს, დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და გადაწყვიტეს, გაგრძელდეს საკრებულოს მხრიდან მონიტორინგი და ინფრასტრუქტურის სამსახურმა საკრებულოს კომისიებს წარუდგინოს ინფორმაცია სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.