ამბროლაურის მერი – ზაზა ქევანიშვილი

ზაზა ქევანიშვილი დაიბადა 1964 წლის 15 ივნისს ქალაქ ამბროლაურში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
1981-1988 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე. პროფესიით მშენებელი;
1992-1997 წლებში მუშაობდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო გამშვებ პუნქტში ცვლის უფროსის პოზიციაზე;
1997-1999 წლებში მუშაობდა ფოთის პორტის მეორე რაიონის საბაჟოს უფროსის პოზიციაზე;
1999-2001 წლებში იყო საბაჟო დეპარტამენტის ITS კონტრაბანდის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფის წევრი;
2002-2004 წლებში მუშაობდა საგარეჯოს რაიონში კერძო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დირექტორად;
2007 წლიდან დღემდე არის შპს „ბერგის“ დამფუძნებელი და დირექტორი;
2015 წლიდან დღემდე არის კოოპერატივი „ველიშიორის“ თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე.
2025 წლის 29 ოქტომბრიდან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი.
E-mail – zazakevanishvili@gmail.com