„გემო ფესტის“ მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის ფარგლებში ფესტივალი ქ.ამბროლაურში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ცენტრალურ პარკში 26-27 აგვისტოს გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ექნებათ შეიძინონ და დააგემოვნონ რაჭული, ლეჩხუმური და სვანური კერძები. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ღვინო, მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი, მუსიკალური და გასართობი სივრცეები.
ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ტარდება.
ინფორმაცია ვრცლად: https://gnta.ge/ge/gemo-fest-racha/
Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH