2022 წლის 28 სექტემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მეორე მოწვევის საკრებულოს ოცდამესამე (მორიგი) სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – ასლან საგანელიძე.
სხდომას ესწრებოდნენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი – ზვიად მხეიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი ბეჟან კობახიძე.
დეპუტატებმა დამაკმაყოფილებლად შეაფასეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის ანგარიში 2022 წლის 01 იანვრიდან 01 სექტემბრამდე გაწეული საქმიანობის შესახებ.
დაამტკიცეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მეორე მოწვევის საკრებულოს 2022 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმა.
დაამტკიცეს განკარგულება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ამბულატორიების) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
თანხმობა მისცეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან სესხის აღებასა და კაპიტალური საინვესტიციო ხელშეკრულების დადებაზე