21 ნოემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ მორიგი ყოველკვირეული თათბირი გამართა, რომელსაც მერის მოადგილეები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
თათბირზე, სამსახურების ხელმძღვანელებმა კონკრეტული სფეროების მიხედვით გაწეული სამუშაოები და დაგეგმილი ღონისძიებები წარმოადგინეს.
განსაკუთრებული ყურადღება პროექტების მიმდინარეობაზე გამახვილდა. მუნიციპალიტეტის მერმა დაავალა ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურული ზედამხედველობის სამსახურებს, ნებისმიერი პროექტის შესრულებისას მაქსიმალურად გააკონტროლონ ხარისხი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები.
თათბირზე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით არსებული პროგრამებიც განიხილეს, რომლებიც მოსახლეობას საშუალებას აძლევს ისარგებლონ სხვადასხვა სახის დახმარებით.
მერმა სამსახურების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა და პრობლემურ საკითხებზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.