დღეს, 26 იანვარს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, პრიორიტეტების გამოსავლენად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, მერის პირველი მოადგილე დავით გოგლიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ხვანჭკარის, სადმელის, წესის და ნიკორწმინდის თემის მოსახლეობას შეხვდნენ და “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდეს.
ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლებისთვის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და ერთობლივი მსჯელობის შედეგად ის პროექტები შეარჩიეს, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებზე ყველაზე მეტადაა მორგებული.
შეგახსენებთ რომ, პროგრამის ერთ–ერთი მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერებაა.
შემდეგი შეხვედრები 1 თებერვალს ღადიშის, ცახის, ნამანევის, ლიხეთის, ჭრებალოს, სხვავის და ველევის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2023“ – ის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩასატარებელი საერთო კრებებისა და კონსულტაციების გრაფიკი იხილეთ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე -საინფორმაციო დაფის ველში.