2023 წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული სივრცე შეიქმნება.
რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის პრეზიდენტმა თამარ ხომასურიძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ლამარა ბოჭორიშვილმა სლოვაკეთის განვითარების პროგრამის საგრატო კონკურსში გაიმარჯვეს. გრანტის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გარემონტდება და მოეწყობა ახალგაზრდული სივრცე.
ამბროლურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ დალაქიშვილმა, პროექტის ავტორებს სამადლობელი სიგელები გადასცა.
ახალგაზრდული სივრცის შექმნის იდეა სააგენტოს მიერ 2021 წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ კვლევაში ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საჭიროებად გამოიკვეთა.
სივრცის მოსაწყობად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ,, რაჭის ახალგაზრდულ ასამბლეას’’ ფართი გადასცა.
,,მიხარია და მეამაყება, რომ გვყავს ასეთი აქტიური, მიზანდასახული და საკუთარ კუთხეზე შეყვარებული ახალგაზრდები. დარწმუნებული ვარ ერთად ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ და ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება რაჭისთვის “. – აღნიშნა ზვიად მხეიძემ.