13 მარტს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზვიად მხეიძემ, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან, მორიგი ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა.
ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურული ზემდამხედველობის სამსახურების უფროსებმა დეტალური ინფორმაციები წარმოადგინეს განხორციელებულ და მიმდინარე პროექტების შესახებ. აღნიშნეს, რომ ძირითადი ყურადღება გამახვილებული იყო საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალსადენი სისტემების მოწესრიგებაზე და ამ მიმართულებით, როგორც ქალაქში, ისე სოფლების დიდ ნაწილში მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა.
თათბირზე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით არსებული პროგრამებიც განიხილეს, რომლებიც მოსახლეობას საშუალებას აძლევს ისარგებლონ სხვადასხვა სახის დახმარებით.
საუბარი ასევე შეეხო მუნიციპალიტეტში სისუფთავის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას, განათლებისა და კულტურის სფეროებში არსებულ პროგრამებს, ახალგაზრდული მიმართულებით განსახორციელებელ აქტივობებს, ეკონომიკისა და ქონების მართვის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს და ამ დროისთვის არსებულ სხვა მნიშვნელოვან თემებს.
სამსახურების ხელმძღვანელებმა, დეტალური ინფორმაციები წარმოადგინეს მიმდინარე სამუშაოების შესახებ და საკურატორო სფეროების მიხედვით კონკრეტული დავალებები მიიღეს.