ამბროლაურის მთავარ ბიბლიოთეკას, პოეტ გურამ გორდეზიანის კრებულის – ,,ოდესღაც“ 40 ეგზემპლარი გადაეცა.
მსგავსი სახის აქტივობები მუნიციპალიტეტში პერიოდულად ხორციელდება და ბიბლიოთეკების წიგნების ფონდის შევსებასა და გამრავალფეროვნებას ისახავს მიზნად.
წიგნები, გურამ ფანჯიკიძის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკას , მერიის წარმომადგენლებმა ავტორთან ერთად გადასცეს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და მთავარი ბიბლიოთეკის ერთობლივი თანამშრომლობით, ახალგაზრდა მკითხველებისთვის ყოველწლიურად არა ერთი საინტერესო ღონისძიება იმართება.