ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.
დასრულებული სპორტული ინფრასტრუქტურა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა- პაუნა მარგველიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან, მერის პირველ მოადგილესთან დავით გოგლიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად დაათვალიერა.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა სოფელ ჩორჯოში, ბოსტანაში, ლიხეთში, ძირაგეულსა და იწაში. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 210 775 ლარი შეადგინა. ასევე, სტადიონების მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ აბანოეთში და ჭრებალოში.
აღნიშნული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.