გილოცავთ! საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია!
21 მარტს, ამბროლაურში, კულტურის სახლის მიმდებარედ არსებულ სკვერში, დიდ ეკრანზე, საქართველო-ლუქსემბურგის თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართა.
ფეხბურთის ამბროლაურელ გულშემატკივრებს, საშუალება მიეცათ, პირდაპირ ეთერში ედევნებინათ თვალი მატჩისთვის.
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მნიშვნელოვან მატჩში გამარჯვება მოიპოვა და ლუქსემბურგის ნაკრები 2-0 დაამარცხა.