დავით თორაძის სახელობის ხელოვნების სკოლას საერთაშორისო ფესტივალზე „მშვიდობა მსოფლიოს“ წარმატებული მონაწილეობისათვის მადლობის სიგელი გადაეცა.
მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, მოადგილესთან თამარ ქევანაშვილთან ერთად ა(ა)იპ ამბროლაურის დავით თორაძის სახელობის ხელოვნების სკოლაში იმყოფებოდა, პედაგოგებს და მოსწავლეებს ფესტივალზე მიღწეული წარმატება მიულოცა, მადლობის სიგელი გადასცა და სამომავლო საქმიანობაში მუნიციპალიტეტის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა.
სკოლამ ფესტივალზე მიიღო ჯილლდო საუკეთესო მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ჯგუფების წარდგენისთვის, ასევე პედაგოგები დაჯილდოვდნენ მსოფლიო მშვიდობის მხარდაჭერისა და ერებს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი ღირსეული წვლილისათვის.
სკოლის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ლალი დვალმა , დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმრებს გაწეული მუშაობის შესახებ , ასევე ხაზი გაუსვა სხვადასხვა წლებში, სკოლის სახელოვნებო აქტივობებს.
სამუსიკო-სახელოვნებო სკოლა სხვადასხვა ფესტივალისა და კონკურსის გამარჯვებულია, არა ერთხელ წარმოუდგენია რაჭა ღირსეულად და მომავალშიც საინტერესო სიახლეებს უმზადებს საზოგადოებას.