ამბროლაურის საბავშვო ბიბლიოთეკაში ლიტერატურული კონკურსის – ,,მოაზროვნე” გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
კონკურსი უკვე რამდენიმე წელია მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებითა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების აქტიური ჩართულობით ტარდება. მისი მიზანია თავისუფალი აზროვნების, ასევე საპრეზენტაციო უნარების განვითარება და კლასიკოსთა ნაწარმოებების პოპულარიზაცია მოსწავლეებში.
წლის მოაზროვნეები გახდნენ:
I ადგილი – ელენე გველეთიანი
II ადგილი – თამარ სურგულაძე
III ადგილი – ანა გელაშვილი და ილია დოხნაძე
საინტერესო ნამუშევრებისთვის სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ:
გვანცა გორდეზიანის, თამარ პაპუაშვილს, მარიამ მამფორიას, ლევან რატიანს, თეკლა ტყეშელაშვილს, ბარბარე კერესელიძეს, ნიკოლოზ კაციტაძეს, მარი გველეთიანს და ქეთევან კაციტაძეს
პროექტის ავტორია – ფილოლოგი ფიქრია ცხვედიანი.