ცხელი ხაზი:

EnglishGeorgian

ამბროლაურის კულტურის ცენტრში ადგილობრივი ჯგუფის ,, Art New Life”-ის კონცერტი გაიმართა

 ამბროლაურის კულტურის ცენტრში ადგილობრივი ჯგუფის ,, Art New Life”-ის კონცერტი გაიმართა.
ჯგუფი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ განახლებული რეპერტუარით და შემადგენლობით პირველად წარსდგა მსმენელის წინაშე.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ადგილობრივი ანსამბლები და შემსრულებლები :მზია ფარულავა, სოსო საგანელიძე, ლილიანა მხეიძე, ხათუნა ნატმელაძე, კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი, ჯგუფი,,თამარისი”. ღონისძიების ორგანიზატორი- ლილიანა მხეიძე.
„ვაპირებთ განახლებული რეპერტუარით დავბრუნდეთ მსმენელის წინაშე და გავაგრძელოთ აქტიური მოღვაწეობა. მადლობა მინდა გადავუხადო ამბროლაურის კულტურის ცენტრს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს მხარდაჭერისთვის. გპირდებით, რომ არაერთ საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებას შემოგთავაზებთ“- აღნიშნა ჯგუფის ხელმძღვანელმა სოსო გეწაძემ.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ბევრი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი შემსრულებლები, ისე მოწვეული მომღერლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები.
საღამოს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, პირველი მოადგილე დავით გოგლიძე, მოადგილე თამარ ქევანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ხუციშვილი ესწრებოდნენ.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print

ამბროლაურის დასუფთავება

წერილი ამბროლაურის მერს

წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს

შენი იდეა ამბროლაურს

ელექტრონული პეტიცია

ტურიზმი

ფოტო/ვიდეო გალერეა

საინფორმაციო დაფა

ახალი ინიციატივები მოქალაქეებიდან

ინვესტორებისთვის

გამოკითხვა

არქივი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტი

აპრილი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
Skip to content